დღეს, 12:30 საათზე, სიფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალ უფროსს წარადგენს.
ბაკურ კვეზერელმა სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი თანამდებობიდან 23 ივნისს გაათავისუფლა.
"სურსათის უვნებლობის სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა გადაკეთდეს ამიტომ მის წინაშე დგება ახალ გამოწვევები და საჭიროა ცვლილებების განხორციელებაც", - აღნიშნა მინისტრმა.