აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთი მომხრეა სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი საქმიანობა გააგრძელოს, თუმცა ყველაფერს "თავისი საზღვარი აქვს".
"გვსურს რომ მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი საქმიანობა გააგრძელონ, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ შეცვლილი პოლიტიკური რეალობები და არ წამოეგონ ქართულ პროვოკაციებსა და შანტაჟს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მართლაც დიდი დახმარება გაუწიეს აფხაზეთს და ჩვენ ამას ვაფასებთ და მათი აქ ყოფნის პირობებზე მოლაპარაკებების ჩატარებას ვაპირებთ, მაგრამ მათ გამო ჩვენი ძირეული ინტერესების გაწირვას არ ვაპირებთ", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
მისი თქმით, აფხაზეთი ვერ დაეთანხმება ვერც ერთ ფორმატს, რომელიც მას საქართველოს ნაწილად განიხილავს.