რუსი ოკუპატებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ ნაწამები გალის რაიონის მაცხოვრებელი ანჯაფარიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსმა ვადიმ ღვინჯიამ დაადასტურა. გარდაცვლილია აგუძერის საავადმყოფოში გადაყვანილი ანჯაფარიძეების ოჯახის ბიძაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ანჯაფარიძეების ოჯახის წევრი გოგიტა ანჯაფარიძე ოჯახზე თავდასხმის დროს ცემით მოკლეს, მისი ნათესავი მალხაზ ანჯაფარიძე გალის რაიონის იზოლატორში გუშინ არაადამიანური წამების შედეგად გარდაიცვალა. ხოლო მათი ბიძაშვილი ვეფხია ანჯაფარიძე უმძიმეს მდგომარეობაში აგუძერის რაიონის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსი ვადიმ ღვინჯია კატეგორიულად უარყოფს ანჯაფარიძეების წამების ფაქტს და აცხადებს, რომ ისინი კრიმინალები იყვნენ და იძებნებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები