კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 9 კილომეტრზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა, რომლითაც 600-მდე ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა მოეწყობა.
მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს.
პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.