ხვალ, 25 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესის (OIV) მე-8 გენერალური ასამბლეა და კონგრესის ოფიციალური დახურვის ცერემონია.
ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ღონისძიება - ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია 21 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მხრიდან სიტყვით გამოვიდნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და 2011 წლის კონგრესის მასპინძელი ქვეყნის - პორტუგალიის წარმომადგენელი. საქართველოს მხრიდან კონგრესის გახსნას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სხვა ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, რომ კონგრესის მასპინძლობის უფლება, მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონების მქონე ქვეყნებს აქვთ. საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა. საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა. მაშინ კონგრესს 32 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.