სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რითაც სახელმწიფოს ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახები. თუმცა, კანონპროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაცია არაა დაკავშირებული მის სოციალურად დაუცველობასთან. ბაზაში რეგისტაცია ავტომატურად არ გულისხმობს ოჯახის სოციალურად დაუცველობას, რადგან ამ ბაზაში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და შესაბამისი განცხადებისა და შეფასების საფუძველზე შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პირის მატერიალურ მდგომარეობას განსაზღვრავს შეფასების შედეგად მისთვის მინიჭებული ქულის ოდენობა, რომელთანაც არის დაკავშირებული მისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრა და მასზე შესაბამისი სოციალური შეღავათების გავრცელებაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟისგან გაათავისუფლება დამოკიდებული უნდა იყოს პირის მატერიალურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, მისთვის მინიჭებული სოციალურ ეკონომიკური მაჩვენებლის ქულაზე.