ახალი საგადასახადო კოდექსით, საკომუნიკაციო კომპანიებისთვის ხმოვანი შეტყობინებები აქციზის მოსაკრებლით დაიბეგრება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განმარტა, დაიბეგრება მხოლოდ ხმოვანი შეტყობინება და არა შMშ და ინტერნეტშეტყობინებები.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეიტლებით მთავრობა მობილურ კომპანიებს "ჯიბეში უჯდება". "როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ ოპერატორებთან სამომხმარებლო ტარიფის აწევაზე საუბრობს და ამ მიმართულებით გარკვეული განცახდებებიც კეთდება, ამ დროს გამოდის სახელმწიფო და კომპანიებს დამატებით გადასახადს უწესებს, რითაც მთავრობა კომპანიებს "ჯიბეში უჯდება"'და მათგან დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მობილური კომპანიების ხმოვან შეტყობინებაზე ახალ გადასახადის დაწესებაზე თავად მობილური კომპანიები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მობილურზე საუბრის ტარიფი არ გაიზრდება და პირიქით შემცირდება კიდეც. თუმცა რაზე დაყრდნობით აკეთებს ფინანსთა სამინისტო ამ განცხადებას, საპარალმენტო უმცირესობისთვის უცნობია.