ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება სოჭში გაიმართა, რუსულ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი წარმოადგენდა, ოკუპირებული აფხაზეთისას კი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ორ მხარეს ორგანიზებული და სხვა საშიში დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლაში დაეხმარება.