სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 242 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 13 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 115 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტი 8 მლნ. აშშ დოლარით და 75 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.