საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 %-ით გაიზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი.
შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-მაისში 1219 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შესაბამისად 3 პროცენტით მეტი).
2010 წლის იანვარ-მაისში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 პროცენტით, ექსპორტი 0.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-მაისში 39 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში