„სამართლებრივად ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და არალეგიტიმური“,- ასე შეაფასა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში , ქეთევან ციხელაშვილმა მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებუილი ე.წ. შეთანხმება. ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც სოჭში 18 მაისს დაიდება, გულისხმობს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას.
„ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი კონტროლისაკენ გაძლიერებისათვის რუსეთის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ნამდვილად აღიქმებოდა პრობლემური საკითხები, გამომდინარე იქიდა, რომ აღიქმებოდა კონტროლის გაძლიერების ინსტრუმენტად“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.