მალე კვიპროსსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდნენ. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს თანამშრომლები კვიპროსში "საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმების დადების მიზნით იმყოფებოდნენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მოლაპარაკებები წარმატებით განხორციელდა და შეთანხმების პარაფირებაც მოხდა. უახლოეს მომავალში იგეგმება შეთანხმებაზე ხელის მოწერა.