"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 4 252.6 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა
წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 4.5 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორის _ 4.6 პროცენტი.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულ მოსახლეზე 2010 წლის პირველ კვარტალში 958.6 ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობისა (16%) და ვაჭრობის (16%) დარგები, შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (13%), სახელმწიფო მმართველობა (11%) და სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10%).
სტატისტიკური ინფორმციით ირკვევა, რომ 2010 წლის I კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა (24.4 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურება (15.1 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.0 პროცენტი), ვაჭრობა (11.7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11.0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის
მომსახურების გაწევა (10.6 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (10.2 პროცენტი).
შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (9.4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (8.8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (8.4 პროცენტი), საფინანსო შუამავლობა (5.2 პროცენტი), ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (2.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (1.8 პროცენტი) და სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა (0.8 პროცენტი).