კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევის დაბეგვრიდან ხელისუფლება წელიწადში 80 მლნ. ლარის შემოსალის მიღებას ვარაუდობს.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განაცხადა, კანონპროექტით, სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზის 100%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაიბეგრება; ხოლო განაკვეთებს მთავრობა დაადგენს.
ფინანსთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული გადასახადის დაწესებით სატელეფონო მომსახურებაზე ფასები არ გაიზრდება..