სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, დარგობრივი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ორი დღის განმავლობაში საქსტატის ხელმძღვანელი სულ სამი ასოციაციის წარმომადგენელს შეხვდება. მათ შორის არიან: ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭო.
დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქსტატსა და ასოციაციებს შორის მომავალი თანამშორმლობის განხილვა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება საქსტატსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმების გაფორმება.
უახლოეს მომავალში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი სხვა დარგობრივ ასოციაციებსაც შეხვდება.