“ჩვენი მწყობრი, მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლებთ ოკუპაციას”,-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. იგი კასპის „ოკუპაციის მუზეუმში“ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და ოკუპაციის შესახებ ესუბრა.
"აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტების მიერ მავთულხლართებია გავლებული. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე უკეთ ესმით ამ მოვლენის სიმძიმე და მათი ვისაც ოკუპაციასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს. ოკუპაცია ქმნის არა მხოლოდ უსაფრთხოების რისკებს, არამედ ჰუმანიტარულ გამოწვევებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენი მწყობრი, მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლებთ ოკუპაციას. იმედი მაქვს მალე მავთულხლართების დემონტაჟი მოხდება და მათ სწორედ ამ მუზეუმში განათავსებენ."- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.