მომავალი კვირიდან კახეთში "ლოობა 2010" დაიწყება. ხორბლის მოსავლის აღების პროცესი თავდაპირველად დედოფლისწყაროში მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში დამუშავებული მიწების ნახევარზე ხორბალია დათესილი, თუმცა ზუსტი ოდენობა, თუ რა რაოდენობის მოსავალს ელოდებიან ჯერ არ არსებობს.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რაიონში ალოობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად კი ქერის მოსავლის აღება ხდება. რაც შეეხება მზესუმზირის მოსავალს, მისი აღება ალოობის დასრულების შემდეგ დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის ყანების ნაწილი რიგ რაიონებში სტიქიური უბედურებების დროს სერიოზულად დაზიანდა.