თბილისში, მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე 3 ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.