საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი (402 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (247 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (238 მლნ. აშშ დოლარი) ლიდერობენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.