დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-მაისში 784 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 28 პროცენტითააა გაზრდილი.
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში 222 მლნ. აშშ
დოლარი ექსპორტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 58 %-ითაა გაზრდილი. 19 %-ითაა ასევე გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, დსთ-ს ქვეყნებიდან ქვეყანაში 562 მლნ. აშშ დოლარის პროდუქციის შემოტანა განხორციელდა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ს ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.