2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტმა 121 მლნ. აშშ დოლარი იყო შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 31 პროცენტითაა გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2010 წლის ხუთ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი 14 %ითაა გაზრდილი, საიდანაც საქართველოში სულ 514 მლნ. აშშ დოლარის პროდუქციაა შემოტანილი.
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 20 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.