ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესიდან გამოვიდა.
"ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესიდან არ გამოვსულვართ, უბრალოდ, გამოვდივართ წინადადებით რომ მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი 27 ივლისის ნაცვლად უფრო მოგვიანებით გაიმართოს. შესაძლოა ამასაც "დროებით გამოსვლაც" ეწოდოს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მორიგი რაუნდის მოგვიანებით ჩატარების ინიციატივა გვაქვს", _ განახადა მაქსიმ ღვინჯიამ "ჯი-ეჩ-ენთან'საუბარში.
ცნობისთვის, სერგეი ბაღაფშის თანაშემწის ნადირ ბიტიევის ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა ჟენევის დისკუსიები დროებით დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჟენევის პროცესის უშედეგობა და დასავლელი მოდერატორების არასწორი განწყობა.
" დროებით ვტოვებთ ჟენევის მოლაპარაკებებს, ვინაიდან ხელშესახებ შედეგს დღემდე ვერ მივაღწიეთ. ძალიან ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ბიტიევმა.