ოს სეპატარისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ედუარდ კოტაევი და ე.წ. რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციით კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამედროვე სისტემის შექმნის საკითხები, სასაზღვრო კომისიის შექმნა, გზის მშენებლობა მარშრუტით _ ცხინვალი-დმენისი-დისევი-არცევი-გრომი-წინაგარა-ორჭოსანი-მონასტერი-აჰმაჯი-ახალგორი.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე მიიღეს ღონისძიებათა გეგმა რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული.