კომპანია "თელასი" სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობის და აღჭუღრვის პროექტის განხორციელებაში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ `ლაზარეს~ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.
"თელასის" დაფინანსებით სამი ახალი სახელოსნო გაიხსნა. კერძოდ, შეიქმნა ერთი დამატებითი ჯგუფი ლითონისა და ხის დამუშავების ტექნოლოგიების შესასწავლად. ასევე, მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა სამკერვალო და სამხატვრო სახელოსნოები.AA
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობის და აღჭურვის პროექტს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" ახორციელებს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში ლითონისა და ხის დამუშავების ტექნოლოგიების შესასწავლად სახელოსნოები 2006 წლის გაზაფხულზე შვეიცარული ორგანიზაცია "Hეკს-Eპერ"-ის თანადგომით მოეწყო. ამ სახელოსნოებში მოზარდებს შეუძლიათ სასარგებლო და საინტერესო სპეციალობებს სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ. ამჟამად სახელოსნოებში 50-მდე მოზარდი სწავლობს.
წარმატებულ მოზარდთა ჯგუფებისთვის იქმნება ახალი სახელოსნოები, ტარდება ბიზნეს კურსები, რათა ახალგაზრდებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ. ამ კატეგორიის მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, ფონდი რეგულარულად აწყობს მათი ნამუშავრების გამოფენა-გაყიდვებს, ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს, რაც ბავშვებს სპეციალობის უკეთ დაუფლების სტიმულს აძლევს.
ერთ-ერთი ასეთი გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორიც კომპანია "თელასი" გახლავთ, სასტუმრო "ტიფლის პალასში" 25 ივნისს (17 საათზე) გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი, ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, ნახატები, ქალის ტანსაცმელი და სხვა.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.