"ტექნო ბუმში" დაფიქსირებულ გაყიდვების მაღალ მაჩვენებლებსა და ბაზარზე წარმატებით ოპერირებას მენეჯმენტთან ერთად მწარმოებლებიც აღიარებენ და კიდევ უფრო მეტად აპირებენ აქტიურ მხარდაჭერას,Bროგორც საფასო პოლიტიკით ასევე
საკრედიტო ხაზებით.
მენეჯმენტის ინფორმაციით, მობილურების უმსხვილესმა დისრტიბუტორმა კომპანია "ალ მალმასმა" "ტექნო ბუმს" 100 ათასი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი დაუმტკიცა.
"ალ მალმას ელექტრონიქს თრეიდინგმა" გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებისა და ბაზარზე წარმატებით ოპერირების შემდეგ, ქართული კომპანიის პერსპექტივა წარმატებულად შეაფასა და მასთან მჭიდრო გრძელვადიანი თანამშრომლობა გადაწყვიტა.
"ტექნო ბუმის" ინფორმაციით, აღნიშნული საკრედიტო ხაზი კომპანიას საშუალებას მისცემს, მომხმარებელს მობილურების კიდევ უფრო ფართო არჩევანი, ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს.
"ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე 20 მაისიდან ფუნქციონირებს ,სადაც მსოფლიო ბრენდების ტექნიკისა და შეუდარებელი ფასების ბუმია, შეგახსენებთ, რომ გერმანულმა ბრენდმა "კორტინგმა" "ტექნო ბუმს" 80 ათასი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი ერთი კვირის წინ გამოუყო Dდა ხმაურიანი აქცია შეცვალე ძველი ახლით ტექნო ბუმის მაღაზიებში თბილისში, ვაჟა-ფშაველას 21, და ბათუმში , გორგილაძის(ერას)90, დაიწყო.