24-26 ივნისს პირველად საქართველოში ქართული ბლოგინგის დღეები იმართება. ქართული ბლოგინგის დღეების მსვლელობა დაგეგმილია კვარიათში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე წამყვანი ბლოგერები. აღსანიშნავია, რომ ქართველი ბლოგერები მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონკრეტულ სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ, რომლის შედეგიც უნდა იყოს: ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნა დამწყები ბლოგერებისთვის, მარკეტინგის და ბრენდინგის სტრატეგიები კერძო კომპანიებისათვის, ბლოგინგის საშუალებით ბათუმის პოპულარიზაციის აქციის მოწყობა და შესაბამისი მასალების შეგროვება, მთავრობისათვის რეკომენდაციების ჩამოყალიბება სოციალურ მედიაში მოქმედებების აქტივიზაციისათვის (GOV 2.0) და სხვა. ასევე შეხვედრის განმავლობაში მოხდება ერთ-ერთი რანდომულად არჩეული დამწყები ბლოგერის პოპულარიზაციის გაზრდა და დამატებითი სტიმულის შეტანა მის მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, განხილული იქნება თემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბლოგერებმა საინფორმაციო ომის დაწყების შემთხვევაში. საინფორმაციო ომის თემაზე მომხსენებლებად გამოვლენ გიორგი ჯახაია (სუხუმი), ოლეგ პანფილოვი, საბა ლეკვეიშვილი და ქართველი "იუტუბერები", რომელბიც 2008 წლის მოვლენების მაგალითზე ისაუბრებენ სოციალური მედიის როლის შესახებ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბათუმელ სტუდენტებთან.