დღეს, 24 ივნისს, 10:30 საათზე, ჟურნალისტებთან და "ბილაინის" გენერალურ დირექტორთან ერთად, გარემოს და ბუნებრივი რესურსებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს, "ბილაინის" მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურს მოინახულებენ. მზის ელემენტების სანახავად ჟურნალისტებს მათთვის გამოყოფილი ავტობუსი მოემსხურება, რომელიც ბილაინის სათავო ოფისიდან (გორგასლის 6) 10:00-ზე გავა.
მობილურმა ოპერატორმა "ბილაინმა" საბაზო სადგურის ასამუშავებლად მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა. საბაზო სადგური მდებარეობს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს.
მზის ელემენტი ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით გარემოს დაბინძურება არ ხდება.
"იმ ეპოქაში, როდესაც მუდმივად ხდება ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების და გარემოს დაბინძურების პრევენცია, "ბილაინმა" გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის. იმედი გვაქვს, რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს მზის ენერგიის გარემოს საკეთილდღეოდ", _ განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.