"სამხრეთ ოსეთს არ სჭირდება არავითარი დამატებითი დაკანონება, ზუსტად ისე, როგორც ეს არ სჭირდება არც ერთ სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოს", _ განაცხადა ე. წ. ექსპერტმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან ინალ ფლიევმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელშიც იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს იმას, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მას არ დაურეგისტრირებს და არც ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
"რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთში მშვიდობას უზრუნველყოფენ და მისი მცხოვრებლების მშვიდობიან შრომას იცავენ. საქართველოს კი ამ ჯარის გაყვანა იმიტომ სურს, რომ მერე თავად შემოვიდეს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გაანადგუროს. მოთხოვნა - გავიდეს რუსული ჯარი - ეს არის ნებართვის აღება, განადგურდეს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. ეს სისხლისმსმელი ხალხის სისხლისმსმელური სურვილია", _ აცხადებს ფლიევი და დასძენს, რომ ქართული პოლიტიკური აზრი 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისშია დარჩენილი, როდესაც ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, "ეგრეთ წოდებულს" უწოდებენ.
"გარეთ XXI საუკუნეა და იმ საშინელი დროიდან, როდესაც სამხრეთ ოსეთი თბილისს ემორჩილებოდა, 20-ზე მეტი წელია გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და მსოფლიო რუკამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გაქრნენ სახელმწიფოები და გაჩნდნენ ახლები. ცხოვრება წინ მიდის", _ აცხადებს იგი.
ფლიევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა კარგად იციან "ს საშინელი ფასი,რომელსაც იხდიან საქართველოში მცხოვრები პატარა ხალხები"
"აქართველოს არაადამიანური წნეხის ქვეშ მყოფ სამხრეთ ოსეთში ტოტალურად ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველაფერი ოსური. თუმცა ისეთებისთვის, როგორიც იაკობაშვილია,ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. რუსეთის წყალობით კი ეს პირველყოფილი ადამიანები უკვე ვერაფერს დაუშავებენ სამხრეთ ოსეთს. მოკლედ, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთი სიცოცხლეა, ხოლო საქართველო _ სიკვდილი", _ აცხადებს "ექსპერტი".