აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფელ რეფში მცხოვრები ქართველი ცემით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ლოლუას ხელმძღვანელობით სეპარატისტები გალის რაიონ სოფელ რეფში ანჯაფარიძეების ოჯახს თავს დაესხნენ.
აფხაზი სეპარატისტების დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა რუსლან ბაკბამ 3-საათიანი წამების შემდეგ გოგიტა ანჯაფარიძე ცემით მოკლა, ხოლო გოგიტა ანჯაფარიძის ძმები სასტიკად არიან ნაცემები. ვეფხია ანჯაფარიძე აბუძერას საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, ხოლო მალხაზ ანჯაფარიძე გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის დანარჩენი წევრები კი გალის მილიციაში გადაიყვანეს.
ოკუპანტები ანჯაფარიძეებს რეფის გამგებლის, დიმიტრი კაციას მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.