რუსეთის ფედერაციის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებსა და სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროს თანამშრომლებს შორის ნარკოტრაფიკთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით დღეს სოჭში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ანდრეი ვედერნიკოვმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
"სამუშაო შეხვედრა კონკრეტული გეგმების შემუშავებასა და დამნაშავეთა დაკავების საკითხებისკენ იყო მიმართული", _ განაცხადა ვედერნიკოვმა.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება რუსეთის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალურ სამსახურსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის 8 ივნისს მოსკოვში გაფორმდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების მიზეზი ნარკოტიკების მიმოქცევის არეალის გაფართოება გახდა.