მომავალ კვირას ბაზარზე ფინანსთა სამინისტროსა და "ქართუ ბანკის" ერთობლივი პლასტიკური ბარათი გამოჩნდება. როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული სადებეტო ბარათის მეშვეობით, მომხმარებელს მომსახურეობის სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონებში მონაწილეობა გაუადვილდება.
მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბანკში ანგარიშისა და შესაბამისად პლასტიკური ბარათის არქონა, მომხმარებელს ონლაინაუქციონებისას დიდ პრობლემებს უქმნიდა და ამიტომ მომსახურეობის სააგენტომ "ქართულ ბაკთან" ერთობლივი პროექტის დაწყება გადაწყვიტა.
აღნიშნული ბარათი მხოლოდ აუქციონებისთვის არაა განკუთვნილი და მისი გამოყენება მსურველს ნებისმერ სავაჭრო ცენტრში შეიძლება.
მასალის გამოყენების პირობები