საქართველოში ყველაზე დინამიკურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინმა, მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა საბაზო სადგურის ასამუშავებლად. 
საბაზო სადგური მდებარეობს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს. 
მზის ელემენტი , ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით , გარემოს დაბინძურება არ ხდება. 
მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურს 24 ივნისს 10.30-ზე  ჟურნალისტებთან და ბილაინის გენერალურ დირექტორთან ერთად, გარემოს და ბუნებრივი რესურსებიზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცების  წარმომადგენლებიც მოინახულებენ.
 
მზის ელემენტების სანახავად ჟურნალისტებს  მათთვის გამოყოფილი ავტობუსი მოემსხურება, რომელიც ბილაინის სათაო ოფისიდან ( გორგასლის 6)  10.00-ზე გავა. 
" იმ ეპოქაში, როდესაც  მუდმივად ხდება  ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების  და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ბილაინმა  გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის.  იმედი გვაქვს , რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება  და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს  მზის ენერგიის  გარემოს საკეთილდღეოდ." განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.