ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზიდან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს. 52 წლის მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან და ჯარიმის სახით 50 ათასი რუბლის გადახდას ითხოვენ. გატაცება რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამჟამად ენვერ ბერია ოკუპირებული გალის იზოლატორში იმყოფება.