ოკუპირებულ სოხუმსა და იტალიის ქალაქს შორის თანამშრომლობის პროტოკოლი გაფორმდა. სეპარატისტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის ე.წ მერმა პროტკოლს ხელი იტალიის საპორტო ქალაქ ბარიში მოაწერა.
ხელმომწერები ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებაზე, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესის გაგანვითარებაზე შეთანხმდნენ. გაფორმებული პროტოკოლის თანახმად, ქალაქები ურთიერთობების განსამტკიცებლად წელიწადში ერთხელ ეკონომიკურ და სავაჭრო დელეგაციებს გაცვლიან.