ახალი საგადასახადო კოდექსი კომუნიკაციების სექტორს აქციზის გადასახდს უწესებს. მობიურ კომპანიებზე აქციზური გადასახადის დაწესება გამოიწვევს თუ არა მობილურზე სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესენთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა მობილურმა კომპანიებმა მომსახურეობის ტარიფები გააძვირონ.
"ფინანსთა მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მობილურ ოპერატორებს დიდი მოგება აქვთ და ამიტომ უნდა დავბეგროთო. თუმცა რელურად გააძვირებენ თუ არა მობილური ოპერატორები მომსახურეობას ეს ჯერ უცნობია, რადგან ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა შესაძლია აქციზის გადასახადის დაწესებამ ტარიფზე პირდაპირი ასახვა ჰპოვოს. თუ მთავროვბამ არ გადაიფიქრა და აქციზის გადასახადი დააწესა, მაშინ შესაძლოა ტარიფი გაძვირდეს"- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ახალაგხრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა.
სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევაზე აქციზი 10%-ის ფარგლებში იქნება, რომელსაც შემდგომ მთავრობა დაადგენს.
გუშინ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კომუნიკაციების სექტორს სხვა ბიზნესებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მოგება აქვს, მისი საგადასახადო წნეხი კი საშუალოზე დაბალია. ამიტომ ბაინდურაშვილის განცხადებით, სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევაზე აქციზის შემოღება უსამართლო არ იქნება.