საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისპრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს პირადად გააცნო ისპოზიტიური ცვლილებები და შენიშვნები, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისასგამოიკვეთა.
სახალხო დამცველმა ჯანი ბუკიკიოსთან საუბარში დადებითად შეაფასა ინტერნეტ თავისუფლებისა დაგენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტი, რაცწარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველის რიგიმნიშვნელოვანი შენიშვნების ასახვა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მომზადებისას არ მომხდარა.
კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისმიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნითდამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისგაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულიგადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.