აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, პარკში, პარკირების ადგილის გამო დაწყებული დავა სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 12 წლის გოგო დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. იუწყება NBC News
შემთხვევა შაბათს, ლაიონ დეის პარკთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები ორ შეიარაღებულ კაცს ეძებენ, რომლებმაც ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის ადგილზე ორი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან გასროლილი ვაზნების მასრები აღმოაჩინეს.
ბალტიმორის პოლიციის კომისრის, რიჩარდ უორლის თქმით, კაცებს შორის კონფლიქტი პარკირების ადგილის გამო დაიწყო. სროლის დროს გოგო, რომელიც პარკში ახალგაზრდულ საფეხბურთო მატჩiს საყურებლად იმყოფებოდა, ტყვია მოხვდა და დაიღუპა.
„ჩვენ ვიცით, რომ ორ ლაჩარს შორის რაღაც სახის კამათი მოხდა და, რა თქმა უნდა, ორივემ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა“, - განაცხადა უორლიმ.
სროლის შედეგად ასევე დაშავდა 25 წლის ქალის, რომელიც გოგონასსთა ერთად იმყოფებოდა და კიდევ ორი მაამკაცი. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ორი კაცი, ან, როგორც მათ შეიძლება ვუწოდოთ, ორი ე.წ. კაცი, ერთმანეთს შეეკამათა და ახლა ეს ბავშვი აღარ გვყავს“, - განაცხადა ბალტიმორის მერმა ბრენდონ სკოტმა.