დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კამპანიის ფარგლებში გაიმართება ქართველთა გენოციდის შესახებ დოკუმენტური ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ მორიგი ჩვენება და დისკუსია.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ანდრეა მასარონი — პარტია „ევროპა პლიუსის“ წარმომადგენელი; კარმელო პალმა — ჟურნალისტი და პარტია „ევროპა რადიკალეს“ წარმომადგენელი; თამარ ჩერგოლეიშვილი — პარტია „ფედერალისტების“ წარმომადგენელი და სალომე ხვადაგიანი — „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ქართული დიასპორის წარმომადგენელი და აქტივისტი ეკატერინე კაჭარავა.
დოკუმენტური ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები უკვე გაიმართა არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში — აშშ-ის კონგრესში (2023), საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში (2024), შვეიცარიაში (2024), გერმანიაში (2024 და 2025) და სხვა ქვეყნებში.
რომში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, 2 ოქტომბერს ფილმის ჩვენება იტალიის სენატშიც გაიმართა.
კამპანია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს „აფხაზთა კრების“, „თავისუფლების ინსტიტუტის“, „ტაბულასა“ და პარტია „ფედერალისტების“ ორგანიზებით. კამპანიის მიზანია აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ საერთაშორისო ცნობიერების გაზრდა და ამ საკითხზე საერთაშორისო და შიდა კონსენსუსის გაფართოება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მსურველებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ: https://tally.so/r/ja1Q5Q