ისინი იხდიან ბოდიშს ივანიშვილის მოყვანისთვის და მე, მიხეილ სააკაშვილმა, მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოუხადოს ბოდიში, „ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო“.
„ბევრმა ადამიანმა ვინც თავის დროზე საქართველოს დამღუპველ ოცნებას დაუჭირა მხარი, არამხოლოდ გაიაზრა შეცდომა, არამედ ღიად იხდის ბოდიშს ამისთვის.
ისინი იხდიან ბოდიშს ივანიშვილის მოყვანისთვის და მე, მიხეილ სააკაშვილმა, მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას.
საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო,“ - წერს სააკაშვილი.