გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 2026 წლის 4 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია.
„დღეს კიევში ჩამოვედი, რადგან უკრაინას მომდევნო კვირებში ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება“, - ციტირებს Reuters მერცის სიტყვებს. „თუ რუსეთი არ შეჩერდება, ადრე თუ გვიან მისი სამხედრო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ვეტყვი: „თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი“.
კანცლერ მერცთან ერთად უკრაინას სტუმრობს ეკონომიკის მინისტრი კეტრინ რაიხე და სამხედრო კომპანიების Siemens Energy-ის, Hensoldt-ის, Diehl Defence-ის და Quantum Systems-ის აღმასრულებლების ჯგუფი.
გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, მერცი გამოაცხადებს 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 350 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.