"ებრაელი ტურისტებისთვის აჭარაში დასვენება რომ უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს, არ არის გამორიცხული, მალე თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები განხორციელდეს", - ეს განცხადება ისრაელის ელჩმა საქართველოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ისრაელის ელჩის, იცხაკ გერბერგის ვიზიტი აჭარის რეგიონში გაცნობითი ხასიათისაა. მან ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრისას სამომავლოდ ისრაელისა და საქართველოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზდ ისაუბრა. ვარშალომიძემ და გერბერგმა შეხვედრაზე განიხილეს თელავივიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობა.
გერბერგი რეგიონს 21 ივნისს ებრაელ ოფთალმოლოგებთან ერთად ესტუმრა, რომლებმაც 100-ზე მეტ ადამიანს კატარაქტის უფასო ოპერაცია გაუკეთეს.