დღეს, 23 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" თბილისში ახალი ონკოლოგიური კლინიკის მშენებლობისთვის სესხის გაცემის შესახებ "საქართველოს ბანკის" პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, პრესკონფერენციას დაესწრებიან "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე, უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრის დირექტორი გიორგი ლოლაძე და პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კლინიკაში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი ფუნქციონირებს, რომელიც დღეისთვის ერთადერთია ამიერკავკასიაში.