მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა სპეციალური წესები გზის საფარის (მათ შორის გვერდულები, დრენაჟი და ა.შ.) მოწყობის დაპროექტების შესახებ.
მუნიციპალური განვითარების ფონდში რიჩარდ პადოლსკიმ (მსოფლიო ბანკის ექსპერტი საგზაო საკითხებში) მსოფლიო ბანკის ეგიდით წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: გზების დაპროექტება _ სტანდარტებთან შესაბამისობა, ხარვეზები, შენიშვნები და მათი გამოსწორების გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის, ისე საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის შემდეგ წარმომდგენსა და დამსწრე საზოგადოებას შორის გაიმართა დილოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში და დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტების ადგილზე დათვალიერება ფონდის, საპროექტო ორგანიზაციების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მიერ, რათა პრაქტიკულად განისაზღვროს შესაძლო ხარვეზების გამოსწორების გზები.