ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ტექნო ბუმში" კორტინგის ბრენდის პროდუქციის გაყიდვების ბუმია. კომპანიის მენეჯმენტი გერმანული ბრენდის კორტინგის ტექნიკის გაყიდვის მაჩვენებლებს ნ წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ გაყიდვებმა დაგეგმილს ხუთჯერ გადააჭარბა.
"ტექნო ბუმის" მაღაზიებში აღნიშნული ბრენდის მაცივრებზე, სარეცხ მანქანებსა და გაზქურებზე ამჟამად დიდი მოთხოვნაა და მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლების სურვილის და ტექნიკაზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, "ტექნო ბუმის" მენეჯმენტმა, შესაძლოა, კორტინგის ბრენდზე დაწყებული აქცია მთელი ზაფხულს განმავლობაში გააგრძელოს. კომპანიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კორტინგის წარმომადგენლებთან ამჟამად მიმდინარეობს დამატებით პროდუქციის მოწოდებაზე რათა მოთხოვნა სრულად იქნეს დაკმაყოფილებული.
შეგახსენებთ, რომ აქცია სლოგანით "შეცვალე ძველი ახლით, ყველაზე მომგებიანი პირობებით", "ტექნო ბუმის" მაღაზიებში ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კორტინგის ბრენდის ტექნიკის შეძენისას ჩააბაროს ძველი, ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი მაცივარი, სარეცხის მანქანა ან გაზქურა 200 ლარად, რომელიც გამოაკლდება კორტინგის ბრენდის შესაბამის პროდუქტის ღირებულებას. ამით მომხმარებელი შეძლებს 200 ლარით ნაკლები დანახარჯით შეიძინოს მაღალხარისხიანი გერმანული ბრენდის ტექნიკა, ხოლო ძველი გამოუყენებელი ტექნიკა ყველაზე მომგებიანი პირობებით დააბანდოს.
აქციის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ტექნო ბუმის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში, ვაჟა-ფშაველას 21, და ბათუმში , გორგილაძის(ერას)90, ტელ: 43 01 02.