ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, სამედიცინო ტექნიკის მიწოდება იბეგრება. საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ შეიძლება დიდი კომპანიები იმის გამო იჩაგრებოდნენ, რომ მათ დიდი შემოსავლი აქვთ.
"არ შეიძლება მოგების მაღალი მარჟის მქონე კომპანიები დამატებით დავბეგროთ. ეს ტენდენცია არასწორია, რადგან ჩვენ მაღალი რისკის კომპანიებს წარმოვადგენთ და ქვეყანაში ამ სფეროში ინვესტორი აღარ შემოვა, თუ ეცოდინება, რომ დამატებით დაიბეგრება", - განაცხადა "პე-ეს-პეს" წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, იბეგრება მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდება და არა სამედიცინო მომსახურება.