ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაზეთის რედაქტორებთან და გამომცემლებთან თავის მართლება მოუხდა, რადგან პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესა ახალი კოდექსით დამატებითი ღირებულების გადამხდელი ხდებოდა.
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ისევე, როგორც ძველ საგადასახადო კოდექსში, ახალ საგადასახადო კოდექსშიც მკვეთრად ჩანს, რომ პრესა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია.
ბაინდურაშვილი განმარტავს, რომ მოხდა ტექნიკური ხარვეზი და დღგ-ის არგადამხდელთა ნუსხაში არ იყო პრესის კოდი მითითებული. როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავს, შესაძლებელია ასეთი ტექნიკური დეტალები კოდექსის განხილვისას მრავლად იყოს აღმოჩენილი.
"პრესის დაბეგვრა შეუძლებელია, რადგან მას არ აქვს დიდი შემოსავალი და იგი ფაქტობრივად მოგებაზე ვერ მუშაობს", - განაცხადა ბაინდურაშვილმა, რაზედაც "ალია ჰოლდინგის" წარმომადგენლის დიმიტრი ტიკარაძის პასუხი იყო: "თუ პრესას დიდი მოგება არ აქვს, მაშინ თუ შეიძლება სრულიად გავათავისუფლეთ მოგებს გადასახადისგან და თუ უფრო შორსაც წავალთ საშემოსავლო გადასახადისგანაც", - აღნიშნა ტიკარაძემ.