ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დეპუტატებისა და ბიზნესმენების შეკითხვას თითქმის ორი საათი პასუხობდა.
მსხვილ ბიზნესს კოდექსი მოსწონდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საკუთარ სფეროში ზედმეტი გადასახადის გადახდის ალბათობა დაინახა.
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, კოდექსი მართლაც რევოლუციურია და მის შემუშავებაში მთავრობამ ბიზნესი მაქსიმალურად ჩართო. ჭირაქაზე მიიჩნევს, რომ კოდექსის დამტკიცების შემდეგ ახალი საგადასახადო კოდექსი მორგებული იქნება ბიზნესზე და მას სგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს.
საპირისპირო მსაზრება აქვთ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით თავად ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილება იზრდება, რაც დაუშვებელია.
შეგახსენებთ რომ ახალი საგადასახადო კოდექსი პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა 3 ივნისს გააცნო და მას შემდეგ ნებისმიერ მსურველს სპეიცალური საიტისა და ცხელი ხაზის საშუალებით შEასძლებლობა ჰქონდა საკუთარი შენიშვნები მიეწოდებინა პრემიერ მინისტრისთვის.