1-ელი ივლისიდან სურსათის მწარმოებელი კომპანიების სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი იწყება. ამ მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყანაში არსებულ სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ინსპექტირების მარეგულირებელი ახალი წესების ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.
ასეთი პროექტით კორპორაცია ცდილობს ქართველ მწარმოებლებს კონკურენტურიანობის ამაღლებასა და სურსათის ექსპორტის ზრდაში დაეხმაროს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ამ ეტაპზე ინსპექტირება სურსათის ექსპორტიორებს შეხებათ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სურსათის მწარმოებლებს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.
"ჩვენი მიზანია ყველა სურსათის უვნებლობის ნორმა მწარმოებელ კომპანიებს გავაცნოთ, რათა ისინი დარწმუნდნენ რომ რაიმე კაბალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. იმავდროულად მწარმოებლებისათვბის ტრენინგებსაც გავარძელებთ, რათა მათი სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტებთან იყოს მიახლოებული"- აცხადებს ბაკურ კვეზერელი.
საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერის, მაია თევზაძის თქმით, "მოხარულნი ვართ, კომპანიებს გავუზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, რათა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემების ფართოდ დანერგვას შევუწყოთ ხელი".