რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვის თვითმფრინავი სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა.
ლავროვს აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემენ გრიგორიევი დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.