ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ სრესელი და ლევან ბოლათაშვილი.
როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს.
შეგახსენებთ, ტყვეობაში გორის რაიონის სოფელ არცევის სამი მკვიდრია, რომლებიც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებს მიღმა მოქცეული სასაფლაოდან წაიყვანეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.